17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია - რა შეფასებები კეთდება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ბანაკებში

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულებულია, ცესკოს წინასწარი მონაცემებით 17-ივე მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩევლის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით დაბალი იყო და მეორე ტურს ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ბოიკოტი გამოუცხადა, ადგილობრივმა სადამკვირვებლო მისიებმა 21 ნოემბერს საარჩევნო უბნებზე დარღვევები მაინც დააფიქსირეს.

მაგალითად, ქარელის ნომერ მერვე საარჩევნო უბანზე 6, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროინდელი ბიულეტენი აღმოაჩინეს.

მმართველი გუნდი შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

მესამე სექტორი გარკვეულ დარღვევებზე საუბრობს.

დღის ამბები