17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
65 წლის მირიან თაზიაშვილი მესამე დღეა რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი, მესამე დღეა, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში რჩება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 65 წლის მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით გრძელდება ინტენსიური მუშაობა რათა უმოკლეს ვადაში მოხდეს უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.

დღის ამბები