17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა

ვარდების რევოლუციიდან 17 წელი გავიდა. ზუსტად 17 წლის წინ, 23 ნოემბერს, სხდომის მიმდინარეობისას, პარლამენტში შეიჭრნენ საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებმაც სხდომათა დარბაზი დაიკავეს და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა მოითხოვეს. პრეზიდენტი გადადგა, ხოლო რამდენიმე თვეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

რევოლუციას წინ უძღოდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც, ფართოდ გავრცელებული აზრით, სახელისუფლებო პარტიების, "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" და "აღორძინების კავშირის" სასარგებლოდ იყო გაყალბებული. ეს შეფასება დაადასტურა განსხვავებებმა არჩევნების წინასწარ შედეგებსა და ეგზიტპოლებს, აგრეთვე, ხმების პარალელური დათვლის შედეგებს შორის.

დღის ამბები