17 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
როცა არ უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, იგივე ადმინისტრაციის პირობებში არჩევნებს არანაირი აზრი არ ექნება - თინათინ ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თინათინ ბოკუჩავამ, "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციას კვლავ მთავარი მოთხოვნა აქვს, რომელიც ხელახალ არჩევნებს ითვალისწინებს და მისივე განცხადებით, ამ არჩევნების ჩატარება, იგივე ადმინისტრაციის პირობებში ვერ მოხდება. 

"ეს იყო მოპარული არჩევნები და ჩვენ შედეგად მივიღეთ პარლამენტი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. რაც შეეხება გამოსავალს, ერთადერთი გონივრული გამოსავალი შესაძლოა იყოს ხელახალი არჩევნები. კონკრეტულ თარიღზე კონცენტრირება შეიძლება არ შედიოდეს მოლაპარაკების საუკეთესო ინტერესში, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ მისცემს ბიძინა ივანიშვილის პარლამენტს 4 წლიან ლეგიტიმაციას. როდესაც არ უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ იგივე ადმინისტრაცია ჩაატარებს ამ არჩევნებს, არანაირი აზრი არ ექნება," - აცხადებს თინათინ ბოკუჩავა. 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ასევე განაცხადა, რომ არავისთვის პირველი არჩევანი ქუჩა არ არის, მაგრამ მისივე განცხადებით, სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, სადაც პარლამენტში შესვლას აზრი აქვს. 

დღის ამბები