"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კანდელაკის განცხადებით, თუ ოპოზიცია ახლა პარლამენტში შესვლას დათანხმდება, ხალხს წაერთმევა რწმენა, რომ ქვეყანაში ხელისუფლებები არჩევნების გზით იცვლება.
"ახლა ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა. მიუხედავად ჩვენი მოკავშირეების განცხადებებისა, აღქმა იმისა, რომ გაყალბების მასშტაბი დიდი იყო, არსებობს. მას შემდეგ რაც ერთპარტიული "პარლამენტი" იქნება უკვე შემდგარი ფაქტი, ცხადია რომ წნეხი "ქართულ ოცნებაზე" აუცილებლად მოიმატებს, რომ მათ მოიმატონ გონევრული წინადადება.
მოტოვი ჩვენი მეგობრებისა, როცა ისინი აკეთებენ განცხადებებს, არის მხოლოდ კეთილი განზრახვა, საქართველოს დახმარება იმაში, ხომ არ გამოიწვევს პარლამენტში არშესვლა ტორტმანს? სინამდვილეში, თუკი ჩვენ ახლა დავთანხმდებით ასეთი მანიპულაციის და გაყალბების მასშტაბს, შედეგს მივიღებთ პირიქით. ახლა დათანხმება და გაყალბებისთვის კვერის დაკვრა ნიშნავს, რომ მომავალში უფრო მეტი არასტაბილურობა იქნება, ეს ნიშნავს რომ არჩევნებს აზრი აღარ ექნება და და ხალხს წაერთმევა რწმენა, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით არის შესაძლებელი,"- განაცხადა "დღის კურიერში" გიორგი კანდელაკმა.