17 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
რეალურად, ბოიკოტი არის სახელმწიფოს მიმართ და არა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ - გიორგი ვოლსკი

"ღამის კურიერის" ეთერში, ჟურნალისტის კითხვაზე- მიდის თუ არა პოლიტიკური კრიზისი ერთპარტიული პარტლამენტისკენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ამდენი ხნის მანძილზე პარლამენტი ისედაც ერთპარტიულად მუშაობდა.

"თუ ეს მოცემულობაა, რატომაც არა, ერთპარტიულად ვიმუშავეთ ეს ამდენი ხანი იქ იყვნენ ოპოზიციონერებიც, რომლებიც ჩვენი რიგებიდან იყვნენ წასულები უმეტესად.

რეალურად. ბოიკოტი არის სახელმწიფოს მიმართ და არა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ამ ბოიკოტის რეჟიმში მივიღეთ კონსტიტუცია საარჩევნო კოდექსი და უამრავი სხვა რამ. 

მე ორაკული არ ვარ, რომ გითხრათ, როგორ იქნება. მე კონკრეტულად ვამბობ, რომ ეს არის მოცემულობა და ამ მოცემულობით ჩვენ დავრჩეთ ბიუჯეტის გარეშე, მთავრობა ვერ დამტკიცდეს და სტრუქტურამ ვერ იმუშაოს, ეს არის ღალატი ქვეყნის წინაშე. ამ ღალატის ჩამდენები ჩვენ არ ვართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს ჩემი კომენტარი,"-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები