შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დევიდ კრამერი აცხადებს, რომ საქართველოში გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, რადგან ამის გაკეთებას ამერიკაში ვერავინ შეძლებს.
"ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში, კრამერი საქართველოში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ვიზიტსაც აფასებს და ამბობს, რომ ის, რომ პომპეო ოპოზიციას არ შეხვდა შეცდომა იყო და შესაძლებელი იყო ვიზიტი უკეთესი ყოფილიყო.
კრემერის თქმით, მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გაცნობიერება, რომ უწყვეტი პოლიტიკური პარალიზება და პოლიტიკური ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია.
"გამოსავალი მხარეებმა უნდა მონახონ, არ მგონია ეს ვინმეს ამერიკაში შეეძლოს. შესაძლოა ამაში შედიოდეს ნაადრევი არჩევნების დანიშვნა და ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რასაც ოპოზიცია ითხოვს. იმედია მაიკლ პომპეომ პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ საკითხებზე ისაუბრა. ასევე, უნდა გაათავისუფლონ ისინი, ვინც პროტესტის გამოხატვის გამო, არასწორად დააკავეს. ზუსტად, რა შეიძლება იყოს კომპრომისი ეს ქართველების გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ. მნიშვნელოვანია ქართველი პოლიტიკური ლიდერების მიერ იმის გათვიცნობიერება, რომ პოლიტიკური პარალიზება და უწყვეტი ქაოსი მხოლოდ ერთ მოთამაშეს აწყობს და ეს მოსკოვია. ბატონი პუტინი ძალიან ბედნიერი იქნება იმით, რომ საქართველოში პოლიტიკური ქაოსი გაგრძელდეს, რადგან დასავლეთმა და შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა თქვან, რატომ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, როდესაც ქვეყანა ასე არეულია. იმედი მაქვს ეს ყველაფერი თანასწორად გადაიჭრება და ყველაფერი სწრაფად მოგვარდება," - განაცხადა ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსმა მკვლევარმა დევიდ კრამერმა.