ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ქუჩის აქციები იმართებოდა, ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი საწოლფონდის მობილიზაცია უზრუნველყო.
მისი თქმით, ქვეყანას ოქტომბერში 3300 საწოლი ჰქონდა, ხოლო დღეის მდგომარეობით ეს რაოდენობა 7363 საწოლამდეა გაზრდილი.
"პირველი გამოსავალი რასაც ხშირად მთავრობას გვსაყვედურობენ, ეს არის საწოლფონდის მობილიზაცია, რამდენად დროულად და სწრფად ხდება და აქ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა თუ რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ქუჩაში გამართულ აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლ ფონდი.
აქციებთან მიმართებაში ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ეს მაძლევს მე და ასევე ქალბატონ მაიას იმის მტკიცებულებებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ეს ნამდვილად იყო გამავრცელებელი ვირუსის. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, ვიდრე არის არის საქართველო, იქონია პოსტ არჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს დღეს დღეობით ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებაში,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.