17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა "რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას მოლაპარაკებების შესახებ პატარა სიახლე აქვს. 

"სიმართლე გითხრათ, ცოტა მაქვს სიახლე, მოლაპარაკებები გრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ ვიპოვოთ გზა, თუ როგორ გამოვნახოთ გამოსავალი. იმისათვის, რომ წინ წავწიოთ, ეს მნიშვნელოვანი დისკუსიაა. ჯერ არ ვიცი მოლაპარაკების  მესამე რაუნდი როდის გაიმართება, ეს  განსაზღვრული არ არის, ამაზე  ვმუშაობთ," - განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

ევროკავშირის ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ის ახლა იუსტიციის მინისტრთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად მიდის. 

"ახლა მივდივარ იუსტიციის მინისტრთან, რომ განვიხილო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უვიზო რეჟიმსა და მიგრაციის პოლიტიკას უკავშირდება, რაც კარგად ფუნქციონირებას საჭიროებს ევროკავშირისა და საქართველოს ძლიერი ურთიერთობისთვის,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

დღის ამბები