17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
საიას შემთხვევაში წერია, რომ მოსყიდვის შემთხვევები უფრო მეტი იყო ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე მმართველი ძალის - ნიკოლოზ სამხარაძე

ევროპელი პარტნიორების გზავნილებს საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად იყენებენ მმართველ გუნდში, სადაც აღნიშნავენ, რომ არ ახსოვთ ევროპარლამენტარებისგან ასეთ ერთსულოვნება, სადაც ისინი ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებენ.

"გარდა ამ გზავნილებისა, ჩვენი პარტნიორები საუბრობენ იმ დარღვევებზეც, რომელიც 31 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა. პირდაპირ წერია, რომ ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებას, იძულებას და ზეწოლას პარტაქტივისა და ამომრჩევლის მიმართ, რომ ხმები მიეცათ შესაბამისი პარტიისთვის, შესაბამისად, ეს კრიტიკული ხაზი ამ გზავნილებში მაინც არის. 

დარღვევები იყო. თუ ავიღებთ მაგალითად, მიუკერძოებელი დამკვირვებლების შეფასებას, მაგალითად საიასი, საიას შემთხვევაში წერია, რომ მოსყიდვის შემთხვევები უფრო მეტი იყო ოპოზიციის მხრიდან, ვიდრე მმართველი ძალის მხრიდან, იგივე სხვადასხვა ძალადობის ფაქტები და ა.შ. იყო ასევე ოპოზიციის მხრიდანაც. ამიტომ ეს არის მოწოდება ყველას მიმართ, რომ იმიშაონ ერთად, რათა სამომავლოდ ასეთი ტიპის დარღვევები იყოს აღმოფხვრილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მესამე რაუნდის შემდეგ, ჩვენ ბევრად უფრო დადებით ცვლილებებზე შეგვეძლება საუბარი, ამიტომ წინასწარ არ არის კარგი ამაზე საუბარი, ვის რა გეგმები აქვს ეს გამოჩნდება მოლაპარაკებების დროს,” - აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები