"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიების ერთ ბლოკში გაერთიანება ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის.
"არ მგონია, რომ საფრთხე ემუქრება ოპოზიციურ ერთობას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ გაერთიანებული ძალიან მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად და ეს შედეგი არის - მოვიპოვოთ ვადამდელი არჩევნები, რომელიც არ იქნება მოპარული, ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიით, სრულიად დამოუკიდებელი მმართველით ცესკოსი და ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებით, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მძევლები და საპყრობილეში გამოკეტილები არიან.
რაც შეეხება სხვადასხვა ბლოკს, ყველა პარტიას შეუძლია გადაჯგუფდეს სხვა პარტიასთან. დღეს გაჟღერებული 4 პარტიიდან, მოვისმინე 2 პარტიის წარმომადგენლის განცხადება, რომ ჯერჯერობით რაიმე ბლოკზე საუბარი არ არის, თუმცა ეს რა თქმა უნდა მათი უფლებაა, იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობაც" ბლოკით გავედით არჩევნებზე. ამიტომ, პარტიების გადასაწყვეტია, რომელ პოლიტიკურ სუბიექტთან დაჯგუფდება,"-განაცხადა "დღის კურიერში" ხარია დეკანოიძემ.