იქმნება თუ არა ოპოზიციაში ბლოკი, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "გირჩი" და "ევროპული საქართველო" მოიაზრება. ამასთან დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" ისაუბრა. თაკო ჩარკვიანი ბლოკის მოსალოდნელი შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ ამჟამინდელი ოპოზიციური ერთობა მხოლოდ არჩევნების საფუძველზეა შემდგარი და ამ ერთობაში კიდევ რაიმე ბლოკების შექმნა რყევას გამოიწვევს:
"ჩვენთან არავინ შეთანხმებულა, თუ ეს, უბრალოდ, ვიღაცის სურვილია, რომელიმესი, ნამდვილად ვერ გეტყვით. გეტყვით მარტივ მიზეზს, თქვენ იცით ჩემთვის ძალიან რთული და დაუშვებელია, რუსული ვექტორის გვერდით ყოფნა და არსებობა, მაგრამ ახლა, ისეთი მონოლითურია ამ ერთ საკითხში ოპოზიცია, ახლა ამისი რყევა აბსოლუტურად არასწორია. ამიტომ, ამაზე საუბარი მიმაჩნია, რომ სწორი არაა და თუ ოდესმე, ამ თემის მიღმა ვიღაცას სურვილი აქვს, არ ვიცი," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
თაკო ჩარკვიანი სამომავლოდ პრორუსულ პარტიებთან თანამშრომლობას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ პარტიებთან მხოლოდ ახლა, არჩევნების თემაზე ურთიერთობს:
"ამ ეტაპზე, გამორიცხულია რაიმე განხეთქილება, ახლა არის დამღუპველი, რომ მორჩება ყველაფერი კარგად 1% არაა ჩემს ტვინში სამომავლოდ ურთიერთობა რუსულ ვექტორთან. დასავლურ ვექტორს უნდა სამართლებრივი რეფორმები, შეუძლებელია გინდოდეს ცალი ხელით ძირგამომპალი რუსული ოკუპაციური სისტემა, ამიტომ, უნდა გაემიჯნო, ეს გააკეთა პოლონეთმა, ბალტიისპირეთმა და იმიტომ გაიმარჯვეს, ჩვენ რომ არ გავაკეთეთ იმიტომ ვართ. მაგრამ ახლა, როდესაც ტოტალურადაა გაყალბებული არჩევნები, ეს ვექტორი, ის ვექტორი, მონოლითურად ვართ, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, არა."- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.