17 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ისეთი შეზღუდვები უნდა დაწესდეს, რომ მუშაობას აზრი არ დაეკარგოს - "რითეილ გრუპ ჯორჯიას" ხელმძღვანელი

კორონავირუსის გავრცელების საგანგაშო ზრდის ფონზე, მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ამ საკითხზე მთავრობის საკოორდინაციო საბჭო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ "რითეილ გრუპ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა, შეზღუდვებმა შეიძლება მოიცვას როგორც შაბათ-კვირას მუშაობის შეზღუდვა, ასევე, გახანგძლივდეს კომენდანტის საათი. 

"შესაძლო ღონისძიებებში იყო საუბარი საათობრივ შეზღუდვაზე, ასევე, შაბათ-კვირის ვაჭრობის გაუქმებაზე. ჩვენი პოზიცია ის არის, რომ აუცილებელია ისეთი შეზღუდვები მოხდეს, რომ მუშაობას აზრი არ დაეკარგოს. ისედაც, დაახლოებით, 35-40%-ით არის შემცირებული გაყიდვები, ეს შეიძლება კიდევ 50-60%-ით შემცირდეს, თუ ორივე შეზღუდვა - როგორც საათობრივი, ისე დღეების შეზღუდვა დაწესდა,"- განაცხადა რეზო მაღალაშვილმა. 

დღის ამბები