მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე, პარტიების ლიდერები ელჩებს ინდივიდუალურ რეჟიმში ხვდებიან. ევროკავშირის ელჩის შემდეგ, ამჯერად, იგივე ფორმატში იწყება მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან.
მის რეზიდენციაში ერთ საათში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ელოდებიან.
ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია უცვლელია, ისინი ამბობენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია, რაც გულისხმობს იმას, რომ დროულად დაინიშნოს რიგ გარეშე არჩევნები, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ჩატარდება. ასევე, მათი მოთხოვნაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ.