17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პანდემიასა და შეზღუდვის ღონისძიებებზე მსჯელობენ

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მთავარი თემა პანდემია და პრევენციული ღონისძიებებია. მიიღებს თუ არა დღეს საბჭო გადაწყვეტილებას ახალ შეზღუდვებზე და გამოცხადდება თუ არა ახალი გადაწყვეტილება უცნობია. პრემიერმა უკვე გამართა შეხვედრა ეკონომიკურ გუნდთან სადაც  COVID-19-ის გლობალური პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე იმსჯელეს.

"ჩვენ ეს დღეები ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ პრემიერ-მინისტრთან ერთად. ერთის მხრივ ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულებიდან გამომდინარე წერტილოვანი შეზღუდვებზე გვინდა რომ იყოს დაბალანსებული, მაგრამ ამავდროულად გვინდა რომ გადავტეხოთ ნეგატიური ტენდენცია რაც გვაქვს. მაგრამ პარალელურად ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები