ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალ საზოგადოებას გააცნობენ ინფორმაციას, რა ტიპის შეზღუდვა დაწესდება ქვეყანაში და როდიდან ამოქმედდება ის.
მინისტრის განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე შესაბამისი შეზღუდვები ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ დაწესდება.
"ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ეს ინფორმაცია ცნობილი. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ ის შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მთვარობას, ასევე ეპიდემიოლოგები და ექსპერტები თავის მხრივ სთავაზობენ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობას. არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით მნიშვნელოვან შემცირებას ინფიცირებულების რაოდენობის. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი, რა თქმა უნდა. ჩვენ დავაკვირდებით კლების პროცენტს, როგორი იქნება შედეგი აქედან გამომდინარე და გარკვეული პერიოდის შეფასების შემდეგ, ორკვირიანი პერიოდის შეფასების შემდეგ, ჩვენ შეიძლება შემოვიღოთ ან უფრო მეტად გამკაცრებული ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანა.
ჩვენ, ხვალ გავაცნობთ მოსახლეობას, თუ რა ტიპის შეზღუდვები და რომელი რიცხვიდან იქნება დაწესებული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.