სამოქალაქო პლატფორმის "საქართველო - 3 ზღვის ინიციატივა" დამფუძნებელი კოკი იონათამიშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ კოვიდ პანდემიის დაძლევისთვის საზოგადოება მთავრობის რეგულაციებს უნდა დაემორჩილოს.
"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, რეგულაციები უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები, მაგრამ რაღაც სახის რეგულაციები მაინც უნდა იყოს. საზოგადოებამ მაქსიმალურად მხარი უნდა აუბას სახელმწიფოს, მთავრობას და მათ მიერ დაწესებულ რეგულაციებს.
აუცილებელია კონსოლიდაცია, მით უმეტეს საქართველოში. ჩვენ რომ არ გამოვიყენოთ ინტელექტუალური რესურსი, რაც საქართველოში გვაქვს, ეს დაუშვებელია. თუ დღეს რამეს არ ვაპატიებ მე ხელისუფლებას, ეს არის ის, რომ კონსოლიდაციისკენ არ გადადგამს ნაბიჯს. ფუფუნება არ გვაქვს ამ ადამიანების რესურსის არ გამოყენების. იმედი მაქვს, რომ ეს ხალხი არა ერთჯერადად, არამედ სისტემატურად იქნებიან ჩართულები.
ჩვენი ინტელექტუალური ფონდი უნდა გამოვიყენოთ. ეკონომიკა დაზარალდება, 33% -იანი ვარდნა ჰქონდა ბრიტანეთს, მაგრამ იმ პირობებმა, რომ მათ სიცოცხლეები შეინარჩუნეს, მოახერხეს ისე, რომ 20%-იანი ზრდა ჰქონდათ შემდეგ თვეებში. ემოციურ განწყობას აქვს დიდი მნიშვნელობა, ფსიქოლოგებიც უნდა ჩაერთონ ამ საქმეში.
იგივე ეკონომიკაზე, აშშ-ში უმეტესწილად სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იქიდან გამომდინარე რომ კოვიდის 3 ვაქცინა არის, გუშინ ეკონომიკა ისე გაიზარდა, რომ კოლოსალურ მაჩვენებელს მიაღწია,"-განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.