17 ნოემბერი 2024,   17:29
ვრცლად
ხელახალი არჩევნების ლეგალური შესაძლებლობა აღარ არსებობს, ამიტომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს - დავით ბაქრაძე

"ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელახალი არჩევნების ლეგალური შესაძლებლობა აღარ არსებობს.

"გვქონდა შინაარსობრივი დისკუსია, სად შეიძლება გადიოდეს კომპრომისის ხაზი იმ ჩიხიდან, სადაც დღეს ვართ. ბურთი არის ხელისუფლების მხარეს.

შეთანხმება ვერ იქნება - მოდი დავივიწყოთ არჩევნების შედეგები და შევიდეთ პარლამენტში. ხელახალი არჩევნების ლეგალური შესაძლებლობა აღარ არსებობს, ამიტომ რიგგარეშე არჩევნები უნდა დაინიშნოს.

საერთაშორისო მეგობრები ცდილობენ გამოვიყენოთ ყველა შესაძლებლობა, თუმცა ჩვენი გადასაწყვეტია, რომელ გზას ავირჩევთ კრიზისის განსამუხტად,"- აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები