17 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ასე იქნება მომავალშიც - სოსო ფხაკაძე

ხვალიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, განიხილება დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეზღუდვის საკითხიც.

საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ხვალ გახდება, მანამდე კი, პრემიერი ბიზნესისა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრას ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები, მათ შორის, მსხვილი სავაჭრო ობიექტების და რესტორნების ასოციაციების წევრები ესწრებიან.

"ყველას კარგად გვესმის, რომ ბიზნესი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და მას ნებისმიერი შეზღუდვა კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩააგდებს. ადამიანის სიცოცხლე ყოველთვის ყველაზე ძვირი ღირდა და ასე იქნება მომავალშიც, ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადის კუთხით, კონკრეტულ ინდუსტრიას გადასახადი ჩამოეწეროს და მას, ვისაც 1 500 ლარამდე ხელფასი აქვს, მათთვის დაწესებული 6 თვიანი შეღავათი, კიდევ მინიმუმ, 6 თვე რომ გაგრძელდეს," - აცხადებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

დღის ამბები