17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
ჩვენმა ფასილიტატორებმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს კონსულტაციების ჩატარება, რომ ეს არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის - გრიგოლ ვაშაძე

რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის ელჩის რეზიდენცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა დატოვეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძემ, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ფასილიტატორებთან მათ კონსულტაციების საკითხი გაიარეს. 

"ეს მოლაპარაკებები არ არის, ეს არის კონსულტაციები. ფასილიტატორებს აინტერესებთ დარჩა თუ არა რაიმე სივრცე იმისათვის, რომ რაიმე შეთანხმება იყოს მიღწეული. ჩვენს მოკავშირეებს ყველაზე მეტად ანერვიულებთ 2021 წელი, რომელიც ყველა თვალსაზრისით, საქართველოსთვის სახიფათო იქნება. მესამე რაუნდამდე ჩვენმა ფასილიტატორებმა სწორედ იმიტომ გადაწყვიტეს ამ კონსულტაციების ჩატარება, რომ ეს არ იყოს რაუნდი რაუნდისთვის. 

ოპოზიცია ინდივიდუალურ რეჟიმში კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელს ხვდება. რეზიდენციაში "სტრატეგია აღმაშენებლისა" და პარტია "მოქალაქეების" ლიდერებს ელოდებიან. 

დღის ამბები