17 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
ჩვენ ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლება გონს, მაგრამ ელჩების ჩარევით შეიძლება ეს მოხდეს-გოჩა თევდორაძე

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივანი გოჩა თევდორაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს.

"მესამე რაუნდი უნდა გაიმართოს, ამის წინაპირობები დღეს იყო შეხვედრები ამერიკის საელჩოში. შესაბამისა, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაჯიუტებული ხელისუფლება გვინახავს, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის შემდეგ ხელისუფლება დათმობებზე წასულა, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი შეთანხმება იყოს. 

ცხადია, ჩვენ ვერ მოვიყვანეთ ხელისუფლება გონს, მაგრამ ელჩების და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით შეიძლება ეს მოხდეს.

დღის წესრიგში დადგება ის საკითხები, რომ საარჩევნო გარემო შევცვავლოთ ასევე საარჩევნო ადმინისტრაციები დაკომპლექტებული იყოს ისე, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობა მეტი იყოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ არ ვაპირებთ, პარლამენტში შესვლას. ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციურ სპექტრს, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას თავისი პარტიული სიაში მყოფი ადამიანებით განცხადება გაეკეთებინათ, რომ არ აპირებდნენ პარლამენტში შესვლას. ამგვარად, ვერანაირი პარლამენტი ვერ შედგებოდა თავისთავად ცხადია, რადგან კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს ამას,"- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

დღის ამბები