ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა. ოჯახის წევრის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხანძარი ბავშვებმა გააჩინეს, რომლებიც ოთახში თამაშობდნენ.
ოჯახის უფროსმა სახეზე და ხელებზე დამწვრობა მიიღო. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
მათ ხანძრის ლოკალიზება მოახდინეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ასი კვადრატული ფართობი დაიწვა.