საქართველო, გერმანიის პარლამენტზე განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას შეუერთდნენ წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო და ალბანეთი, ასევე უკრაინა და საქართველო.
გერმანიის პარლამენტზე 2015 წელს განხორციელებული კიბერთავდასხმის გამო, 2020 წლის ოქტომბერში ევროკავშირმა სავიზო და საბანკო სანქციები დაუწესა რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსს, იგორ კოსტიუკოვს, ამავე უწყების ოფიცერს, დიმიტრი ბადინს და სამმართველოს ერთ-ერთ სამსახურს.