17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის მეტროც.

ტაქსებთან მიმართებაში არანაირი სპეციფიური შეზღუდვები გარდა პირბადის ტარებისა, მგზავრთა რაოდენობრივი შეზღუდვები არ წესდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება მეტროს, მთავრობის მეთაურის განმარტებით, როდესაც საუბარია მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე, აქ მეტროპოლიტენის მუშაობის შეჩერებაც იგულისხმება.

"როდესაც ვსაუბრობ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება, მათ შორის ჩერდება მეტროც. ჩერდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები