17 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
ოპოზიციონერი ლიდერები ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებენ და ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ

ოპოზიცია პანდემიის გამო არსებულ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს, რომელიც დღეს "ლელოს" ოფისში შეიკრიბა. ამ შეხვედრას სამოქალაქო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან და იმ გზებს განიხილავენ, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ქვეყანა გამოწვევებს. პოლიტიკოსები მთავრობის ორთვიან გეგმას აფასებენ და ამბობენ, რომ  მათთვის ბევრი პუნქტი გაუგებარია. ისინი მიშვნელოვან ეკონომიკურ კრიზისზე ამახვილებენ ყურადღებას. 

"მე ვერ მოვისმინე ჯერჯერობით მთავრობის ის გეგმა, რომელიც შეზღუდვების დროს უნდა განხორციელდეს. კონკრეტული გეგმა, როგორ გამოდის ქვეყანა კრიზისიდან. შეზღუდვები გასაგებია, მაგრამ მე უფრო მაინტერესებს ის გეგმა, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ რა მდგომარეობაში იქნება ქვეყანა, რაც ჩვენ ჯერ ვერ მოვისმინეთ.

აქციები სავარაუდოდ იქნება იმისდა მიხედვით, თუ რის საშუალებას იძლევა დღევანდელი რეგულაციები,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აკრიტიკებს ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა. მისი თქმით, საბოლოოდ ქვეყანა იმაზე უარეს სიტუაციაში შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე დღეს არის.

"რეალურად, ხელისუფლება გვეუბნება, რომ კლავს ეკონომიკას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერება, მათ შორის მეტროს შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები სამსახურებში ვერ ივლიან. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც 4 ათასი შემთხვევაა დღე-ღამის განმავლობაში, არანაირი აზრი არ არსებობს მთის კურორტების ჩაკეტვაში, გარდა იმისა, რომ მივიღებთ მთაში შიმშილს.“ - ამბობს გიგი უგულავა.

პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ პანდემიის მართვასთან მიმართებაში სრული კრახი განიცადა.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე ეკონომიკის მნიშვნელოვან ზარალზე საუბრობს. 

"დაარქმევენ ამას ლოკდაუნს თუ არა, არანაირი მნიშველობა არ აქვს, ეს არის შეზღუდვები, რომელიც საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ეკონომიკას და მოსახლეობა განწირულია სიდუხჭირისთვის ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, თუკი არ მოხდება სასწრაფო ცვლილებები ქვეყანაში,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

დღის ამბები