"ქართული ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში და ასევე 21 ნოემბრის მეორე ტურში, ამომრჩევლებმა საკუთარი ნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა პარტიებმა უნდა მიიღონ საბიუჯეტო დაფინანსება და რომლებმა არა, უკვე დააფიქსირეს.
"გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მიიღო, ვის უნდა მისცეს დაფინანსება და ვის რა რაოდენობის დაფინანსება უნდა მისცეს იმის მიხედვით, თუ რამდენი ხმა მიიღო ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ. თუ არ აღიარებენ, რასაკვირველია აქედან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რაც შეიძლება საზოგადოებამ გააკეთოს, რომ დაფინანსება არც ეკუთვნით, კანონმა უნდა განსაზღვროს რამდენად შეიძლება ადამიანმა ბოიკოტი გამოაცხადოს, მხარ-თეძოზე წამოწვეს, ან ქუჩის აქციებს მიმართოს, სახელმწიფომ, ხალხმა გამოუყოს დაფინანსება პარლამენტში სამუშაოდ და არ იმუშაოს პარლამენტში - ეს თემა თვითონ სამსჯელოა," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.