მოსახლეობის ნაწილისთვის შეზღუდვების ორთვიანი სქემა მისაღებია ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მთავრობამ რეგულაციების მიღება დააგვიანა. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა ადამიანების შეკრებებმა და გადაადგილებებმა ისეთ სივრცეებში, სადაც ვერ ხდებოდა უსაფრთხოების მინიმალური წესების დაცვაც კი.
მძღოლების ნაწილი "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ ისინი შესაძლოა შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღვუდვებს დაემორჩილებიან.
ბაზრობაზე დასაქმებულების ნაწილისთვის დაწესებული შეზღუდვები მათ სოციალურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს და დაკისრებულ საბანკო ვალდებულებებს ვეღარ გადაიხდიან.