17 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
ეს არის იმ ტიპის ლოკდაუნი რომელიც გვქონდა გაზაფხულზე, ლოკდაუნი კი არის ნაჯახი, რითიც ნებისმიერ კრიზისს მართავ - ზურაბ ჭიაბერაშვილი

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, მთავრობის მიერ გამოცხადებული შეზღუდვები ბიზნესის დიდი ნაწილს დააზარალებს.

"ქართული ოცნება" მისი პოლიტიკური პიარისთვის დამახასიათებელი სიტყვების ჟონგლიორობით უწოდებენ წერტილოვან ჩაკეტვებს, მაშინ როდესაც ეს არის იმ ტიპის ლოკდაუნი, რომელიც გვქონდა გაზაფხულზე, მაშინ როცა ამის საჭიროება არ იყო. დღეს სამწუხაროდ, ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა გარკვეული გატეხა გარკვეული საზოგადოებრივი ჯაჭვის, მე როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება ვთქვა, რომ საჭიროა, მაგრამ ნორმალური მთავრობის პირობებში, ეს არჩევანი არ დაგვიდგებოდეს.

ჯერ კიდევ აპრილში ზეპარტიულმა, ყოველგვარი პოლიტიკისგან დაცლილმა 15 კაციანმა ჯგუფმა, USAID-ის ხელშეწყობით, რომელიც ეკონომიკური კვლევის ცენტრთან იკრიბებოდა, დავდეთ პოლიტიკისგან დაცლილი ძალიან მკაფიო რეკომენდაციები, რა უნდა გაკეთებულიყო, რომ არ აღმოვჩენილიყავით იმ მდგომარეობაში, რაშიც ვართ დღეს. მთელი ტრაგიზმი არის იმაში, რომ აპრილში რა რეკომენდაციებიც იყო ძალაში, იგივე რეკომენდაციები ძალაშია დღეს, ოღონდ ამ ხნის მანძილზე, გახარიას, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, თავი გამოაცხადა, ვართ მაგარი კრიზისმენეჯერებიო, საკუთარი ხელით დაფნის გვირგვინები დაიდგეს, როცა გაუჭირდათ, დაიწყეს ხალხზე გადაბრალება, რომ ხალხი არ ემორჩილება რეკომენდაციებს.

ლოკდაუნი არის ნაჯახი. ნაჯახით ნებისმიერ კრიზის მართავ. ეკონომიკის პრობლემა არი ის, რომ ამ ნაჯახისებური მიდგომის პირობებში, დაიქცევა უამრავი ბიზნესი,"- განაცხადა "დღის კურიერში" ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

დღის ამბები