17 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
COVID-19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ოპოზიცია აკრიტიკებს - ოპონენტები მთავრობას არათანმიმდევრულობაში ადანაშაულებენ

პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაწესებული მკაცრი შეზღუდვები ოპოზიციის კრიტიკის სამიზნე გახდა. პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრს კრიზის-მენეჯერული ხედვა დაუწუნეს და არათანმიმდევრულობაში დაადანაშაულეს. მათი შეფასებით, ხელისუფლება პანდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა და ამისთვის ვერც ზაფხული გამოიყენა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ დაწესებულ აკრძალვებს ერთადერთი შედეგი ექნება-მოსახლეობა გაღარიბდება.

ხელისუფლებას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ მთავრობამ გამოსავალი ბიზნესის შეზღუდვაში დაინახა და არა ჰოსპიტალური სექტორის მოწესრიგებაში. ოპონენტები მთავრობას მოუწოდებენ შექმნას ანტიკრიზისული საბჭო, სადაც ოპოზიციაც იქნება წარმოდგენილი.

ოპონენტებისგან გასხვავებით ქვეყენაში დაწესებულ შეზღუდვებს სწორი ანტიკრიზისული გეგმა უწოდეს მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისკენაა მიმართული და ნაკლებ ზიანს აყენებს ბიზნესს.

ქვეყანაში დაანონსებული შეზღუდვები ძალაში 28 ნოემბრიდან შევა. ამ ვადაში იგეგმება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებაც. ამ დღეს საპროტესტო აქცია ოპოზიციას უკვე დაანონსებული აქვს. უცნობია, შეიცვლება, თუ ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგი.

დღის ამბები