17 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" იმედოვნებენ, რომ დიალოგის მესამე რაუნდზე მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მივლენ​

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისინი საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ ვერ წავლენ და ოპოზიციასთან ვადამდელი არჩევნების თემას არ განიხილავენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება და იმედოვნებენ, რომ მხარეები კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მივლენ.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და ის, რომ მოსახლეობის ნების რევიზია არ განიხილება, ეს პოზიცია ცნობილია ოპოზიციური ჯგუფებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ კონსტრუქციული დამოკიდებულების შემთხვევაში ჩვენ კონსენსუსზე შევჯერდებით. დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაშიც მიიღებს მონაწილეობას," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი კახიანი.

დღის ამბები