17 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებთან ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ წნელისში საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენა. მათი განცხადებით, საქართველოს საგუშაგო უკანონოა და ე.წ გამყოფ ზოლზე მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს.

გარდა ამისა, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

პანდემიის გამო მიმდინარე წელს ჟენევის დისკუსიის ფორმატის არცერთი შეხვედრა არ შედგა. დისკუსიების მორიგი რაუნდი, სავარაუდოდ, 10 დეკემბერს გაიმართება.

დღის ამბები