ოპოზიციაში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ეკონომიკურ კოლაფსად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს შეზღუდვები ქვეყანას საერთოდ სიღატაკეში დატოვებს.
"ჩვენ ვხედავთ ეკონომიკის კოლაფსს, რომელზეც ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს და მხოლოდ იმაზე საუბრობს, რომ შუალედურ გზას ეძებენ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ, ეკონომიკის მთლიანი მოკვლაა. იმ რეგულაციებით, რაც გამოგვიცხადეს, ძალიან მძიმე დღეები გველის," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი გიგი უგულავა.
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ანზორ ბიწაძის განცხადებით კი, გამოცხადებული რეგულაციები ეკონომიკის ლოკდაუნს ნიშნავს, რომელიც, მისივე თქმით, საშუალოვადიან პერსპექტივაში ქვეყანას საერთოდ სიღატაკეში ტოვებს.