17 ნოემბერი 2024,   16:20
ვრცლად
მოვუწოდებ ივანიშვილს, ჩვენთვის გამოყოფილი ფულიდან სასწრაფოდ შეისყიდოს ვაქცინები და მოსახლეობის აცრა გადაუდებლად დაიწყოს - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს მოუწოდებს, ხალხისთვის გამოყოფილი ფულიდან სასწრაფოდ შეისყიდონ ვაქცინა და მოსახლეობის გადაუდებელი აცრა დაიწყონ.

"გამოცხადებული ფაქტობრივი საგანგებო ვითარება მიზნად ისახავს არა მოსახლეობის გადარჩენას ინფექციური დაავადებისგან, არამედ ბიძინა ივანიშვილისთვის გაყალბებული არჩევნების შემდეგ მითვისებული ძალაუფლების უკონტროლო შენარჩუნებას. მე ივანიშვილს მოვუწოდებ, რომ ჩვენთვის გამოყოფილი ფულიდან სასწრაფოდ შეისყიდოს ვაქცინები და მოსახლეობის აცრა გადაუდებლად დაიწყონ," - აღნიშნავს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე კი აცხადებს, რომ თუ მთავრობის მიერ მიღებულ შეზღუდვებს სოციალური მხარდაჭერის პაკეტი არ მოჰყვა, სოციალურ კატასტროფას მივიღებთ.

"თუკი მთავრობის მიერ მიღებულ შეზღუდვებს სოციალური მხარდაჭერის პაკეტი არ მოჰყვა, ჩვენ სოციალურ კატასტროფას მივიღებთ. ეს ზომები თავისთავად არის პირდაპირი თავდასხმა მშრომელ ხალხზე. მათზე, ვინც მომსახურე სექტორშია დასაქმებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება პირდაპირი შეტევა განხორციელდა. იმისათვის, რომ ჩვენ სოციალური კატასტროფა არ მივიღოთ, უნდა მივიღოთ სოციალური მხარდამჭერი პაკეტი," - აცხადებს მოძრაობის "ხალხისთვის" თავმჯდომარე ანა დოლიძე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 

დღის ამბები