17 ნოემბერი 2024,   16:51
ვრცლად
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების მოთხოვნას განცხადებით უპასუხა

ადვოკატების მოთხოვნას საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით უპასუხა, ადვოკატები დოკუმენტაციის გადმოცემას ითხოვდნენ.

უწყებაში აცხადებენ, რომ გარეჯის საქმის ადვოკატს ერთ მოთხოვნაზე პასუხი უკვე გასცეს, მეორე კი განხილვის ეტაპზეა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შემოსულია ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატების წერილები, რომლებითაც ისინი ითხოვენ საზღვრის დელიმიტაცია- დემარკაციასთან დაკავშირებულ გარკვეულ მასალებს. ერთ-ერთ მოთხოვნაზე უწყებამ დაასრულა მოთხოვნიდან გამომდინარე დოკუმენტაციის შესწავლა და ადვოკატს გაეგზავნა პასუხი, რაც შეეხება მეორე მოთხოვნას, იგი ასევე მუშავდება და უახლოეს პერიოდში, მოთხოვნის შესაბამისად კანონით დათქმულ ვადებში გაეცემა პასუხი", - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დღის ამბები