საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალურ სხდომაში.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ზალკალიანმა წევრ ქვეყნებს გააცნო საქართველოში ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და მიღწეული პოზიტიური შედეგები. გამოსვლაში ასევე აღინიშნა, რომ მოსალოდნელია კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში რეგიონის მნიშვნელობის ზრდა სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების კუთხით.
"მთავრობებმა თავიდანვე შემოიტანეს შემაკავებელი ზომების პაკეტები, COVID-19–ის გავრცელების შეჩერების და მისი ზეგავლენის შემცირების მიზნით. პროცესის შესამსუბუქებლად, საქართველომ შეიმუშავა ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, ახლო მომავალში ეკონომიკის თანდათან აღდგენის და გახსნას მიზნით. ბიზნეს სუბიექტებისთვის შემოღებულია მთავრობის ფინანსური მხარდაჭერის პაკეტები და სექტორული დახმარების ზომები, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე, ჩვენ ყველანი ერთად გადავლახავთ ამ გამოწვევას და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. საქართველომ, COVID-19- ის აფეთქების დროსაც შეინარჩუნა სატრანსპორტო და სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია და კვლავ დაადასტურა, რომ საიმედო პარტნიორია რეგიონალურ ლოგისტიკურ მარშრუტების შორის,"-განაცხადა მინისტრმა.