17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
"თუ მათ ექნებათ პოლიტიკური ნება, რეისების აღდგენა შესაძლებელია, რუსოფობია რუსი ტურისტების მიმართ საქართველოში არ ყოფილა" - ზურაბ აბაშიძე

კარასინი-აბაშიძის ონლაინ შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ქართული მხარის ცნობით, გამოითქვა შეშფოთება იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. ბორდერიზაციას და ადამიანის უფლებების უხეშ ხელყოფას. ასევე, აღნიშნულ რეგიონებთან ფაქტობრივად შეწყვეტილია მიმოსვლა. 

ზურაბ აბაშიძემ "კურიერთან“ საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა. როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც და ამ კონტექსტში ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები.

"არასწორი კომენტარია, ეს აზრი გამოითქვა რუსული მხარის მიერ, როდესაც, კერძოდ, ვსაუბრობდით საავიაციო მიმოსვლის აღდგენაზე, რომ რუსულ მხარეს ერთ-ერთ პირობად მიმოსვლის აღდგენისა ესახება რუსი მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების პირობების შექმნა და გარანტიებად, რაზეც ჩვენ ვპასუხობთ, რომ ავიამიმოსვლა შეწყდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით, თუ მათ ექნებათ პოლიტიკური ნება, რეისების აღდგენა შესაძლებელია, არანაირი რუსოფობია რუსი ტურისტების მიმართ საქართველოში არ ყოფილა,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.  

 

ავტორი: ლიკა ალელიშვილი 

დღის ამბები