17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
"შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია რუსეთში ლუგარის მიმართ, ყოვლად მიუღებელია" - ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კარასინმა მოუწოდა ქართულ მხარეს, ლუგარის ლაბორატორიაში რუსი სპეციალისტები დაუშვას.

"მე ყოველთვის აღვნიშნავდი და ამ შეხვედრაზეც აღვნიშნე, რომ პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რომელიც ატეხილია რუსეთში ამ ლაბორატორიის მიმართ, ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. როგორ ჩანს, ცენტრიც ამიტომ აყენებს ამ საკითხს ასეთ კონტექსტში რომ თუ ვთქვათ, შედეგება ასეთი ვიზიტი, ეს უნდა იყოს საერთაშორისო შემადგენლობა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შემადგენლობით,“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ არავის აქვ უფლება ქართველ ხალხს პროტესტის გამოხატვის თაობაზე რაიმე სახით მითითება მისცეს.  

"ქართულ მხარეს ამ მიმართულებით დასამალი ზოგადად არაფერი აქვს, უბრალოდ აქაც არ შეიძლება რომ ვინმემ გვიკარნახოს ფორმატი და მე ვფქრობ, რომ საერთაშორისო ჩართულობით შეიძლება ყველა იმ გარემოებისთვის ნათელის მოფენა, რაც შეიძლება საინტერესო იყოს რუსეთისთვის ამ თვალსაზრისით. არავის არ აქვს უფლება, საქართველოში პროტესტის რაიმე ფორმა უკარნახოს ქართველ ხალხს, როგორიც იქნება ქართველი ხალხის განწყობა და დამოკიდებულება, ეს არის სრულად ლეგიტიმური,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები