26 სექტემბერი 2021,   23:25
ვრცლად
"გირჩი" ამომრჩევლებისთვის "ტესლას" ვეღარ გაათამაშებს - პარტია საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარს ამბობს

პარტია "გირჩი" ამომრჩევლებისთვის "ტესლას" ვეღარ გაათამაშებს - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ გირჩი პარლამენტში არ შესვლასთან ერთად უარს სახელმწიფო დაფინანსებაზეც ამბობს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, არჩევნების შედეგების აღიარება მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება, მათთვის მიუღებელია.

"ქართული ოცნების" საკამათოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, "გირჩს" ბიუჯეტიდან შეუძლია მიიღოს სამ მილიონ ლარზე მეტი ფული.

ამ ფულით არჩევნებზე ნამყოფი ადამიანებს შორის "ტესლას" ავტომანქანების გათამაშებას ვგეგმავდით. ამ აქტით დემონსტრაციულად ვაპროტესტებდით პოლიტიკის დაფინანსების ჩვენთვის მიუღებელ წესს.

არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტში შესვლის უფლება მიიღო რვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამ მომენტისთვის, არავინ არ ვაღიარებთ არჩევნების ოფიციალურ შედეგებს და ვართ ბოიკოტის რეჟიმში. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია იგივე საარჩევნო პროცესის შედეგად წარმოშობილმა საბიუჯეტო დაფინანსების უფლების გამოყენების საკითხმა.

პარტიების უმრავლესობამ მოითხოვა დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებულ ბოიკოტს აგრძელებს. პარტიებს საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები აქვთ, რისი გაცნობაც შეიძლება მედია და სოციალურ სივრცეში.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს, ბიუჯეტის ფულით, "ტესლას" გათამაშებაც არ შეიძლება. ეს წინააღმდეგობაში მოდის რეალური ბოიკოტის იდეასთან. სრულიად გაუგებარია, არჩევნების შედეგების არ აღიარების და საპარლამენტო ბოიკოტის პირობებში, რატომ ვცნობთ არჩევნების შედეგებს მხოლოდ იმ ნაწილში, რაც საბიუჯეტო დაფინანსების მიღებას ეხება.

ბოდიშს ვუხდით პროექტში მონაწილე ადამიანებს დანაპირების შეუსრულებლობისათვის და გპირდებით, რომ აუცილებლად მოვა დრო, როცა "ტესლას" ნაცვლად, ყველას მეტ თავისუფლებას გადმოგცემთ,"-ნათქვამია პარტიის განცხადებაში. 

დღის ამბები