17 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შედეგები ხმაურიანი პროტესტის მიზეზად იქცა - დააკავეს ორი აქტივისტი   

კარასინი-აბაშიძის შეხვედრის შედეგები ხმაურიანი პროტესტის მიზეზად იქცა თბილისში. საპროტესტო წარწერები დატოვა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტთან აღმართულ რკინის ბარიკადებზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.

მანამდე კი ხოშტარიასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა რამდენჯერმე მოხდა.

როგორც პოლიტიკოსი ამბობს, პოლიცია მას და სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევდა. ვიდრე პარლამენტთან გადაინაცვლებდნენ, აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმყოფებოდნენ, სადაც ორი აქტივისტი დააკავეს კიდეც, თუმცა, ამ დროისთვის ისინი გათავისუფლებულები არიან.

"ჩვენ, მოქალაქეებს კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული უფლება, რომ ამ რაღაც დროებით ჯებირებზე დავწეროთ, რომ 20% არის ოკუპირებული. 20%-ის ოკუპაციის გამო თვალები დათხარეს ადამიანებს და ამ ადამიანებს დღეს კარასინი და აბაშიძე ერთად ეძახიან ანტირუსულ პროვოკატორებს,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აქციაზე იმყოფებოდა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ნინო გოგუაძე.

"ივანიშვილის ხელისუფლება ეს არის პუტინის ხელისუფლების მსგავსი ხელისუფლება და საქართველოს მიაქანებს ისევ პუტინის რუსეთისკენ,“ - ამბობს ნინო გოგუაძე.  

დღის ამბები