თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი თბილისის პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად მივიდა. მიხეილ რამიშვილი იმ დოკუმენტებს გაეცნობა, რომელზეც ამ დრომდე პროკურატურას გრიფით საიდუმლოს სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. რამიშვილის განცხადებით აღნიშნული მასალები საქმის გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
"ვნახავთ ახლა რასთან გვაქვს საქმე, რა იყო გრიფით საიდუმლო, რისი განსაიდუმლოება მოხდა, არის თუ არა სრულად. ის აბები, რომელი ვითომდა თამარის მიერ იყო შეძენილი, არ არის თამარის მიერ შეძენილი, შესაბამისად, აქ უკვე თვითმკვლელობა აღა არის, ეს არის მკვლელობა და კეთილი უნდა ინებოს გამოძიებამ და უკვე მკვლელობაზე უნდა გადააკვალიფიციროს.
გარდა ამისა, მე გარკვეულწილად ვფლობ გარკვეული სახის ინფორმაციას, რომ ორი ადამიანი შეიძლება მალე ფიგურირებდეს მკვლელებად, ორი მამაკაცი,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.