"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესები უნდა გადაიხედოს.
მისი თქმით, ეს გამართლებულია იმ შემთხვევაში, როდესაც ოპოზიციური პარტიები პარლამენტში მუშაობაზე უარს აცხადებენ.
"გადახედვას საჭიროებს ის წესები, რომელიც არსებობს. დღეს მოქმედი წესების მიხედვით, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, უჩნდება უფლება კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ მოითხოვონ დაფინანსება. თუკი იქნება დესტრუქციული დამოკიდებულება ამ მიმართულებით და თავის ფუნქციის განხორციელებაზე რომელიმე სუბიექტი უარს იტყვის, ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში გამართლებულია გადაიხედოს დღეს მოქმედი წესი და, შესაბამისად, განსხვავებულად დარეგულირდეს,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.