ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პარტიებს შორის შესაძლებელია იმ გზის მოძებნა, რომელიც ორივე მხარის ინტერესებს ასახავს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, "კურიერისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში პოლიტიკური დიალოგის შესახებ საუბრისას განაცხადა.
როგორც ჰარცელი ამბობს, შეთანხმებისთვის საჭიროა პატიების ჩართულობა, რისი იმედიც მას აქვს.
"საუბრები გრძელდება, ვფიქრობ პროგრესი გვაქვს, ამავე დროს ცოტა დრო დარჩა. როგორც ფასილიტატორები, ასე ვთქვათ პარტიების ხელში ვართ, ვიპოვოთ გზა, რომელიც წინ წაგვიყვანს. მჯერა, რომ შესაძლებელია იმ გზის მოძებნა, რომელიც ერთის მხრივ ასახავს ორივე მხარის წუხილებს, რასაც გამოხატავდნენ ბოლო კვირების განმავლობაში და ამავე დროს მოიცავს პასუხისმგებლობის აღებას, რაც საქართველოს დემოკრატიას შესაძლებლობას მისცემს წინ წავიდეს.
ჩემი პროგნოზით მომდევნო რამდენიმე დღეში ვნახავთ როგორ და როდის იქნება ეს შესაძლებელი. დეტალებში შესვლა არ შემიძლია. ის, რაც გვჭირდება შეთანხმებისთვის არის სხვადასხვა პარტიების ჩართულობის გაგრძელება. ამის იმედი მაქვს," - განაცხადა ჰარცელმა.