"გირჩი" მზად არის ბოიკოტზე უარი თქვას, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე იქნება თანახმა, რაზეც ოპოზიციაა შეთანხმებული.
"კურიერთან" საუბარში "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმება ვადამდელ არჩევნებზე უარის შემდეგ ის საკითხია, რამაც შესაძლოა მის პარტიას გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
"ჩემი აზრით არსებობს რაღაცები, რაც თანაზომადი შეიძლება იყოს ვადამდელი არჩევნების. მაგალითად მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა, რომელიც ამ ქვეყანას არ ეღირსა, თავისი გარანტიებით, ცხადია, რომ ეს რეფორმა ისე ჩატარდება, როგორც ამაზე ხელი მოვაწერეთ პარტიებმა.
ასევე ეკონომიკის რეფორმების პაკეტი, რომელიც შეთანხმებულია პოლიტიკურ პარტიებს შორის," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.