17 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
მზადება მესამე რაუნდისთვის და სასამართლო რეფორმა ბოიკოტის სანაცვლოდ - გახდება თუ არა "გირჩის" ინიციატივა განხილვის თემა

სასამართლო რეფორმა ბოიკოტის სანაცვლოდ - "გირჩი", რომელიც პარლამენტში შესვლაზე კოლეგა პარტიებთან ერთად უარს აცხადებს, დღეს ახალ პირობაზე ალაპარაკდა.

ზურა ჯაფარიძის თქმით, თუ ხელისუფლებამ ვადამდელ არჩევნებზე უარი თქვა მაგრამ თანახმა იქნება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე, რომელზეც ოპოზიციაა შეთანხმებული, "გირჩი" პარლამენტში შესვლაზე უარს არ იტყოდა.

"გირჩს" ლიდერების ნაწილმა უკვე უპასუხა. პარტიების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეთანხმების პირობა მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია. ამ ფონზე კონსენსუსის იმედი აქვთ როგორც სახელისუფლებო გუნდს, ასევე ფასილიტატორ ელჩებს. კარლ ჰარცელი რამდენიმე დღეში გარკვეულ შედეგსაც ელოდება.

დღის ამბები