თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, ქვეყნის უახლეს ისტორიაში ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული იქნება. მეათე მოწვევის პარლამენტი კი, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვერ მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, საჭიროების შემთხვევაში ვერ გამოუცხადებს იმპიჩმენტს პრეზიდენტს, ვერ შექმნის საგამოძიებო კომისიას, 90 მანდატით პარლამენტი სხვა გადაწყვეტილებებშიც იზღუდება.
ახლადარჩეული უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 10 დღეში შეიკრიბება.
ბოიკოტის შემთხვევაში, პირველი სხდომის შეკრების დღეს ოპოზიციისთვის განკუთვნილი სავარძლები თავისუფალი იქნება.