17 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
მსხვილი სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდ მაღაზიების მეპატრონეები ხელისუფლებასთან დიალოგს და მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ

შედგება თუ არა და როდის მსხვილი სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდ მაღაზიების მეპატრონეთა შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ დრომდე გაურკვეველია. ისინი ახალ წლამდე მუშაობის ერთკვირიანი ვადის გახანგრძლივებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ ზარალი სერიოზული იქნება და უმუშევრად ასეულობით ადამიანი დარჩება.

სავაჭრო ობიექტებთან ერთად პანდემიამ ყველაზე მეტად სარესტორნო სექტორიც დააზარალა. რესტორატორების თქმით, არსებული ვითარების გათვალისწინებით უმეტესი მათგანი გახსნას თებერვალში ვეღარ შეძლებს. მათივე მტკიცებით, მიტანის სერვისი არსებულ პრობლემას ვერ აგვარებს.

"მთავრობასთან ვაპირებთ დიალოგს. გვინდა ავუხსნათ მთავრობას, რომ ის შეზღუდვები, რომელიც ეხება 24 დეკემბრიდან სამუშაოს გაგრძელებას, რეალურად, იქნება პრობლემური მომხმარებლისთვის და გამოიწვევს გადატვირთვას სავაჭრო ცენტრების," - განაცხადა სავაჭრო ცენტრ "ქარვასლას" დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

დღის ამბები