"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ კონსულტაციების მესამე რაუნდი მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საერთაშორისო დიპლომატების შუამავლობით უახლოეს დღეებში შედგება.
უმრავლესობა კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და აცხადებს, რომ განსახილველი თემა შეხვედრაზე არ იქნება რიგგარეშე არჩევნები და ეს არ შეიცვლება.
"უახლოეს დღეებში ჩატარდება შეხვედრა ოპოზიციას და უმრავლესობას შორის. საკითხი, რასაკვირველია, იგივეა, კომპრომისი იმ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, დაუშვებელია, უსაფუძვლოა და ეწინააღმდეგება საზოგადოების დიდი ნაწილის აზრს," - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ვოლსკიმ.