რუსთავის მე-12 მიკრორაიონში ხმაური იყო. სიტყვიერი დაპირისპირება გარემოვაჭრეებსა და რუსთავის მერს შორის მოხდა.
ადგილზე მოსულები იყვნენ მერიის ზედამხედველობის წარმომადგენლები, რომლებმაც გარემოვაჭრეებს გაფრთხილება მისცეს, რომ ვაჭრობა შეეწყვიტათ.
გარემოვაჭრეების თქმით, ვაჭრობა მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ისინი პერმანენტული აქციების ჩატარებას აპირებენ.
მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ ან ვაჭრობის უფლება მისცენ, ან ფულადი დახმარება აღმოუჩინონ.
რუსთავის მერიის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვების გამო გარევაჭრობა აკრძალულია და ისინი ამგვარი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში პირებს დააჯარიმებენ.