17 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
მოძრაობა "საქართველოსთვის" ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს და პარლამენტთან აქციას მართავს

აქცია პარლამენტთან- მოძრაობა "საქართველოსთვის" აპროტესტებს შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში პანდემიის გამო ამოქმედდა.

აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებები არის დისკრიმინაციული. მოთხოვნებს შორის ასევ, არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებიც.

მოძრაობა აანონსებს 24 საათიან პროტესტს, რისთვისაც ადგილზე იქნება კარავი, რომლის გაშლის ნებართვაც სამართალდამცველებმა მისცეს.

დაანონსდა აქცია მეათე მოწვევის პარლამენტის შეკრების დღესაც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.

დღის ამბები