17 ნოემბერი 2024,   17:24
ვრცლად
გარემოვაჭრეები რამდენიმე ქალაქში მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ

დაუმორჩილებლობა მთავრობის შეზღუდვებზე გრძელდება, ბათუმის შემდეგ, ახალი წესები დაირღვა თბილისსა და რუსთავშიც.

მოვაჭრეთა ნაწილი არ აპირებს დაემორჩილოს შეზღუდვებს და დღეს სამუშაო ადგილებს აკრძალვების მიუხედავად მაინც დაუბრუნდნენ.

იყო აქციაც, სადაც გაჟღერდა მოთხოვნები, რომლითაც მოვაჭრეები მიმართავენ მთავრობას.

მეყვავილეებმა სავალი გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ სამართალდამცავებმა გზის გადაკეტვაში ხელი შეუშალეს. ისინი მიმართავენ მთავრობას, რომ ალტერნატივა გამოუნახონ, რადგან ბანკის კრედიტები აქვთ გადასახდელი და ეს მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

რუსთავში გარემოვაჭრეები კი აცხადებენ, რომ უმუშევრები დარჩნენ და მერს სთხოვენ, რომ გამონაკლისი დაუშვას.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა კი აცხადებს, რომ მოვაჭრეებს ალტერნატიული სივრცე აქვთ, სადაც საქმიანობის გაგრძელება შეუძლიათ.

"ყველა მეწარმე-სუბიექტის გაფრთხილება მოხდა იმ რეგულაციებიდან გამომდინარე რაც გვაქვს. არსებობს სივრცე, სადაც ალტერნატიული ვაჭრობა შეუძლიათ. მე ვფიქრობ, რომ ეს ალტერნატივა უნდა გამოიყენონ,"- განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

ავტორი:თამთა ასანიძე

დღის ამბები